სამართალი

სამართალი
• ულპიანეს აზრით, არის ars (ხელოვნება, ოსტატობა, მეცნიერება), boni (სიკეთე) და acqui (თანასწორობა).
Source: თოფჩიშვილი რევაზ, სამართლის ევოლუცია და ადამიანის უფლებები //ალმანახი №9, [საერთაშორისო სამართალი],– საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,–თბ.,– 1999,
• სახელმწიფოს მიერ თავისი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად დადგენილი ნორმების ან სანქცირებული ქცევის სავალდებულო წესების ერთობლიობა, რომლის დაცვა უზრუნველყოფილია დარწმუნებით ან სახელმწიფოებრივი იძულებით. სამართლის ნორმები ან დადგენილია, ან სანქცირებული. სახელმწიფო ან ახალ, მანამდე უცნობ ნორმებს ადგენს, ან სანქციას აძლევს, ესე იგი, სავალდებულო ძალას ანიჭებს უკვე ცნობილ, ზნეობრივი თუ სხვა სოციალური ნორმების სახით მოქმედ ნორმებს. სამართლებრივი ნორმების დაცვა და შესრულება სავალდებულოა ყველასათვის, ვისაც ისინი ეხება. სამართლის მოთხოვნები თუ ნებაყოფლობითა და დარწმუნების მეთოდებით არ სრულდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ იძულებით შესრულებას, სამართალდარღვევის მიმართ იძულებითი ხასიათის ღონისძიებების გამოყენებას. სამართალი აწესრიგებს სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა, ფორმითა და შინაარსით განსხვავებულ ურთიერთობას.
Source: ჩვენი კონსტიტუცია : საქართველოს კონსტიტუცია : გამოცემა მოზარდებისათვის [ქართ. და რუს. ენ / სარედ. ჯგუფი: ლალი გზირიშვილი, თამარ დემეტრაშვილი, მერაბ ბასილაია და სხვ.] - თბ. : ფონდი Alpe, 2005.

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Смотреть что такое "სამართალი" в других словарях:

  • სამართალი უცხოელთა შესახებ — საინტერესოა აღინიშნოს, რომ გენერალური ასამბლეის მიერ ერთსულოვნად მიღებული დეკლარაციის „იმ ადამიანთა უფლებების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ მათი საცხოვრებელი ქვეყნის მოქალაქეებს“ (1985 წ.) დანიშნულება იყო უცხოელებისთვის იმ ძირითადი უფლებების… …   Georgian encyclopedia

  • საერთაშორისო სამართალი — • საერთაშორისო სახელშეკრულებო და ჩვეულებრივი ნორმების ერთობლიობა, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოთა შეთანხმებულ ნებას და აწესრიგებს მათ შორის თანამშრომლობასა და ურთიერთობებს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ისე ომიანობის დროს. Source: ჩვენი კონსტიტუცია …   Georgian encyclopedia

  • ბუნებითი სამართალი — მის პრინციპებს საფუძვლად დაედო არისტოტელეს, ციცერონის, სტოიკოსების, რომაელი იურისტების, ჟან ბოდენისა და ესპანური გვიანი სქოლასტიკოსების, ფ. ვასკესის, ფ. ვიტორიასა და გ. რიმინის ნაშრომების შესწავლა და მათში არსებული სამართლებრივი იდეების განვრცობა …   Georgian encyclopedia

  • ომის წარმოების სამართალი — ომის წარმოების სამართლის პირველი კოდიფიკაცია გვხვდება ჰუგო გროციუსის ნაშრომში „De jure belli ac pacis“ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში, თუმცა პირველი სამართლებრივი დოკუმენტი (1863 წლის „ლიბერის კოდექსი“) გამოიყენებოდა კავშირის კომბატანტების მიმართ… …   Georgian encyclopedia

  • დიპლომატიური სამართალი — ნორმების ერთობლიობა, რომელიც დაწესებულია შეთანხმებების შედეგად და რომელთა შესრულება უზრუნველყოფილია საერთაშორისო სამართლის სუბიექტების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო ურთიერთობებში და მშვიდობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის მხარდასაჭერად …   Georgian encyclopedia

  • ჰუმანიტარული სამართალი — 1864 წელს შვეიცარიის მთავრობამ მოიწვია დიპლომატიური კონფერენცია ანრი დიუნანის თავმჯდომარეობით. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო თექვსმეტმა სახელმწიფომ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დამფუძნებლების ჩათვლით. მონაწილეებმა მიიღეს ჟენევის… …   Georgian encyclopedia

  • გროციუსი ჰუგო — • (1583 1645) ჰოლანდიელი ფილოსოფოსი, ადამიანის ბუნებით უფლებათა და თავისუფლებათა პირველი საგანმანათლებლო დოქტრინის შემმუშავებელი. მას ეკუთვნის შრომა ,,ომისა და მშვიდობის უფლების შესახებ”. გროციუსის ნაშრომებში განმარტებულია ბუნებითი და ხალხთა… …   Georgian encyclopedia

  • აგრესიული ომი — • მშვიდობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელიც იწვევს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებით. ამასთანავე, სახელმწიფოები ვალდებული არიან თავი შეიკავონ სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან, რომელიც არღვევს ხალხთა… …   Georgian encyclopedia

  • თანასწორობის უფლება — • თანასწორობაა, როცა ყველას ერთნაირად არ შეუძლია (შესაძლებლობის ფსიქო ფიზიოლოგიური და ინტელექტუალური მაჩვენებლები), მაგრამ უფლება აქვს შეეძლოს. ეს არის ყველასათვის თანაზომიერი შეზღუდვის უფლება, ანუ სუბიექტთა უფლება ვალდებულებათა განხორციელება… …   Georgian encyclopedia

  • ომბუდსმენი — • სიტყვა „ომბუდსმენი” მოდის სკანდინავიური სიტყვიდან „ომბუდ” რაც ნიშნავს ელჩს, დელეგატს ან წარგზავნილს. ის აღნიშნავს პიროვნებას, რომელიც განიხილავს გარკვეული ჯგუფისაგან მიღებულ საჩივრებს, ლაპარაკობს ამ ჯგუფის სახელით და ცდილობს გააუმჯობესოს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»